|
2023-04-18 14:28:13, 679 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მაია მიქაია შეხვდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორნაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო სიახლეებსა და შრომის უსაფრთხოების ნორმებს, რომელსაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. „შეხვედრას ასევე ესწრებოდა დისკრიმინაციის სამმართველოს უფროსი ომარ მარგველაშვილი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასზე განხილული იყო შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა. შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)