|
2023-04-17 20:48:42, 1552 ნახვა
ეკონომიკა
ლოგისტიკა და გადაზიდვის სერვისები საქართველოში
ლოგისტიკა, როგორც დამოუკიდებელი სფერო ყალიბდება მე-20 საუკუნიდან, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ შესაძლოა ითქვას რომ საფუძვლი მას გაცილებით უფრო ადრე ჩაეყარა და უკავშირდება სამხედრო სფეროს განვითარებას. მისი აქტუალობა და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იზრდება ლოგისტიკური სისტემის დატვირთვა და ხდება მისი ოპტიმიზაცია, რათა ნაკლები დანახარჯებით იქნას მიღწეული მაქსიმალური შედეგები. საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰობად, რასაც განაპირობებს ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა. ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია რეალური შანსი, გატარდეს და გადამუშავდეს დამატებითი ტვირთების ნაკადი, რაც განაპირობებს შემოსავლების ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს წარმოებისა, თუ ვაჭრობის მიმართულებით. რამდენად განვითარებულია ლოგისტიკა და გადაზიდვის სერვისები საქართველოში? ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ამ დარგს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, შესაბამისად, ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი ფაქტორია. ამ სექტორის განვითარება განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში და მის ეფექტურ დაკავშირებას მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან. მიუხედავად პოტენციალისა და იმისა რომ საერთაშორისო ლოგისტიკური სერვისი იხვეწება, სწრაფად ვითარდება, ეს მაინც არ არის საკმარისი ტემპი. დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, ვინაიდან საქართველოში არსებული სატრანსპორტო რესურსი ჯერჯერობით მაინც „ღარიბია“ და არ იძლევა საშუალებას გავხდეთ ანგარიშგასაწევი მოთამაშეები მსოფლიო ბაზრისთვის. პროცესის კიდე უფრო დაჩქარების ერთ-ერთი გამოსავალი არის რესურსების გაერთიანება და აკუმულირება ერთ სივრცეში. ასევე სხვადასხვა სახის გადაზიდვის მეთოდების გაერთიანება, როგორიცაა: სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები. Translive-ის გადაზიდვის სერვისებიTranslive სწორედ ასეთ გამოსავალს სთავაზობს ყველა იმ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია ტვირთების გადაზიდვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ციფრული ლოგისტიკის მიმართულებით Translive-ის პლატფორმა არის მოწინავე და ჩვენ უკვე ლიდერები ვართ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ უკვე ვაძლევთ ასობით გადამზიდსა, თუ ტვირთის მფლობელს საშუალებას უსწრაფესად და უმარტივსად მიიღონ მათთვის საჭირო სერვისები სახმელეთო მარშრუტებზე (და არამარტო). რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ ტვირთსა, თუ გადაზიდვის პროცესის კონტროლზე, ვაზღვევთ ნებისმიერ პროდუქტს და ვაფასებთ რისკებს. ყოველი გადაზიდვა განიხილება ინდივიდუალურად: ხდება ფასთა გამოკითხვა, მარშრუტის დაგეგმარება, ინფორმაციის სწრაფი გაცვლა და ყველა საჭირო ოფიციალური დოკუმენტის ციფრული გენერაცია. დღეისათვის Translive არის ყველაზე სანდო და თანამედროვე სტანდარტებით აგებული პლატფორმა, რომელშიც დასაქმებულები არიან მაღალი დონის პროფესიონალები. შესაბამისად ჩვენი დამკვეთები იღებენ საუკეთესო კონკურენტულ ტარიფებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს. გადაზიდვის პროცესის გამჭირვალობა, ნავიგაციის სისტემა, პლატფორმის მოხმარების სიმარტივე, სისწრაფე და ეფექტურობა გვაძლევს საშუალებას დავამუშაოთ და დავაკმაყოფილოთ ყველა საჭიროება როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)