|
2023-04-16 16:54:17, 1935 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს არის ჩვენი აღდგომა, დამოუკიდებელი უკრაინის გარიჟრაჟი
აღდგომის მთავარი სიმბოლო სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვებაა, დღეს აღდგომას ვზეიმობთ ამ გამარჯვების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან კიევო-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩაწერა. "დიდებული ქვეყნის დიდებულო შვილებო, გასულ წელს, ზამთრის დასასრულს რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. ამან ჩვენს ქვეყანას სიკვდილი, ტკივილი და სიბნელე მოუტანა. 24 თებერვლის დილით მზე არ ამოსულა, აღარ გათენდა. დაიწყო ბნელი ღამე, მაგრამ ამავდროულად ჩვენც ვიწვალეთ და გამოვფხიზლდით. სიბნელემ ჩვენი სულიერება, თავისუფლების სურვილი, სამშობლოს სიყვარული და მისი დაცვისთვის მზადყოფნა ვერ დაჩრდილა. ჩვენ შევინარჩუნეთ ნათელი. ჩვენ დავძლიეთ პანიკა, შიში, მტრობა, დაპირისპირება. ჩვენ გავერთიანდით. მილიონობით ნაპერწკალი მილიონობით უკრაინელის გულში ერთ დიდ კოცონად აგიზგიზდა. ჩვენი ძალა და უძლეველობა მოიცვა ამ ცეცხლმა. ამ ცეცხლმა არ ჩააქრო ჩვენში იმედი და რწმენა. ეს ცეცხლი მთელმა მსოფლიომ დაინახა, გაერთიანდა მის გარშემო და ჩვენ გვერდით დადგა. ასე დავამარცხეთ სასოწარკვეთა, უიმედობა და ტკივილი. მილიონობით უკრაინელის თვალებში მილიონობით ნაპერწკალი სინათლის სხივად შეერთდა. ეს დაგვეხმარა სიბნელეში არ დავკარგულიყავით, გზა არ აგვრეოდა. ეს გვინათებდა მიზნისკენ სავალს. ამისთვის იბრძოდა თაობები საუკუნეების განმავლობაში. ბოლო 9 წლისა და 417 დღის განმავლობაში ჩვენმა სინათლის მებრძოლებმა, უკრაინის მცველებმა ამისთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ამისთვის ვიბრძვით დღეს ბნელი ძალების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი განთიადი. ჩვენი აღდგომა. ეს არის დამოუკიდებელი უკრაინის გარიჟრაჟი. ჩვენ დღეს ვზეიმობთ ღვთის აღდგომას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)