|
2023-04-14 23:52:51, 1179 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა დვანში მომხდარ ფაქტზე - რუსების გააქტიურება „საგანგაშო სიგნალია“
რუსების გააქტიურება „საგანგაშო სიგნალია“, - ასე გამოეხმაურა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვის საკითხს. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელში სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი ბოძი და მოძრაობის დეტექტორები დაამონტაჟეს. „დაფიქსირდა საინჟინრო სამუშაოები რომლებიც ოკუპანტებმა მთელი დღის განმავლობაში აწარმოეს. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა დადასტურდა, ოკუპანტებმა დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგამი, დიდი ბოძი. ასევე ის, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვიპოვეთ - მოძრაობის დეტექტორები საკმაოდ დიდ ფართობზე არის განლაგებული და ეს მოძრაობის დეტექტორები დღეს დამონტაჟდა. ასევე ჩვენი ინფორმაციით,გამზადებულია ე.წ ოკაპი, სპეციალური რადიოლოკაციური დაზვერვის მანქანისთვის საპარკინგე ადგილი თუმცა მისი აღმოჩენა ამ დროისთვის ვერ შევძელით“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)