|
2023-04-14 20:12:08, 1711 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიკოლენკო ორბანზე - განცხადება, რომ უკრაინა ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა, ცინიკური და ანტიუკრაინულია
ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ უკრაინა ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა, ცინიკური და ანტიუკრაინულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს, ხოლო რაც შეეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, ეს ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. "ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა სხვა ქვეყნების ფინანსურ საკითხებზე საუბრობს, მაშინ როცა თავად უნგრეთი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს", - განაცხადა ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა და იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები დახმარებაზე უარს იტყვიან ომი დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)