05:32 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:41:51, 924 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა - თუ მის დაფინანსებას შევწყვეტთ, ომი დასრულდება

უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება.

"უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია, მხარს ვუჭერთ თუ არა უკრაინას. როგორც კი ვიტყვით უარს, ომი დასრულდება", - განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, ევროპა უზრუნველყოფს თანხის გაცემას უკრაინაში ხელფასებისთვის, პენსიებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის, ამიტომ არ შეიძლება, ეს მუდმივად გაგრძელდეს. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს.

სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც ვიქტორ ორბანის პარტია - "ფიდესთან" აქვთ კავშირები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics