04:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:28:14, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 82 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 82 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"დღეს სახლში [უკრინაში] 82 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მოხდა",- აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობითვე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 591 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 61 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics