|
2023-04-14 12:03:04, 1107 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება
დღესაც ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის განცხადებით, ქართული ენა ქართველი ხალხის თვითმყოფადობასა და ეროვნულ თვითშეგნებას გამოხატავს. "ქართული ენა - ენა, რომელიც გამოიხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა - ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს!" - წერს კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)