19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 14:41:13, 1466 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს, ზუგდიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics