20:15 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 09:51:27, 1212 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-თან პირდაპირ ჩართვაში განმარტა, რომ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის თემა იყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და მსჯავრდებულის უკანონოდ თავისუფლების მოპოვებას.

მისი თქმით, აღნიშნული მილიონდოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა.

„მთელი ეს ისტორია მიუთითებს ნათლად იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული მთელ ამ კამპანიაზე, რომელიც მიზნად იასახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ რაიმე სახით სააკაშვილმა მოიპოვოს უკანონოდ თავისუფლება და, ამავდროულად, დააზარალოს სახელმწიფო. ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, ხოლო  მათი თითოეული ქმედების უკან არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, რაც  არაერთხელ დადასტურდა მრავალი ფაქტით", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics