|
2023-04-12 09:41:43, 1486 ნახვა
მსოფლიო
BBC - პენტაგონიდან გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეცრაზმელები იმყოფებიან
პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, მას მოსდევს ლატვია -17 ადამიანით, საფრანგეთი და აშშ - 15-15 ადამიანით, ნიდერლანდები კი - ერთი ადამიანით. გამოცემის ცნობითვე, დოკუმენტში არ არის მითითებული, სად იმყოფებიან და რას აკეთებენ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯერ კიდევ სწავლობს, როგორ მოხვდა საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელებში. გამოძიება, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)