06:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 23:20:34, 1434 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ტორონტოში, უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისივე თქმით, რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, კანადა სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ აწესებს.

ამასთან ერთად კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანადა უკრაინას 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას გაუგზავნის.

„რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთან“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics