06:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 19:40:45, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელ პილოტებს უკრაინაში საბრძოლველად იწვევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიაში გასაწევრიანებლად F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელი პილოტები მიიწვია. ამის შესახებ რეზნიკოვმა დანიელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყებ უკრაინული მედია.

შეხვედრაზე რეზნიკოვმა უკრაინაში ასევე მიიწვია ის უცხოეული პროფესიონალები, რომლებმაც იციან თუ როგორ გამოიყენონ არტილერია და ტანკები.

"თუ არსებობენ პილოტები, რომლებმაც იციან F-16-ის პილოტირება და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომში, უცხოური ლეგიონი მზადაა, მათ კარი გაუღოს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას დასავლელი მოკავშირეებისგან დიდიხანია ელოდება,  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და უკრაინისთვის მოთხოვნილი თვითმფრინავების გადაცემა არ არის გამორიცხული და რომ საკითხზე მუშაობა აქტუალურად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics