|
2023-04-11 15:02:34, 955 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს მეთიუ აქსელროდს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის მიმართულებით, მეთიუ აქსელროდს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საკითხებს, რაც ხელს უწყობს რეგიონში კანონიერი ვაჭრობის კონტროლის განვითარებას. მიმოხილულ იქნა საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესი. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, ქვეყანა ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. ყურადღება დაეთმო საქართველოს სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განმტკიცების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გაღრმავებას. შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)