|
2023-04-11 09:20:31, 800 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება
მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია და ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. "თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, ახლა, ამ ომის დროს და ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული, სასტიკი და მზარდი აგრესია, ასევე, აღძრავს სხვა შიშებს, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება და პროფესიონალურ დონეზეა შეფუთული. მედია უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება [საქართველოში] მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს საჯარო გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედიაგარემო. თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს არის მუდმივი ბრძოლა, განსაკუთრებით, მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ, გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება, რადგან თავისუფალი, პროფესიონალური, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)