|
2023-04-10 18:45:29, 1256 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფები, ბიძინა ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები არიან
საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტია "ქართული ოცნება" და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები, არიან კორუფციისა და ბიძინა ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესებს. "საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე მათგანი - პარტია და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები - არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესს", - წერს გახარია. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)