03:40 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:28:27, 584 ნახვა

საზოგადოება
თავართქილაძე - დარწმუნებული ვარ, სამუშაო პროცესში ყველა ის პრობლემა და საკითხი განიხილება, რაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს

"ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა და კონცეფცია წარმოგვიდგინა", - აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თეა თავართქილაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და დარწმუნებულია, რომ სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

"დარწმუნებული ვარ სამუშაო პროცესში ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს, განხილულ იქნება და მივაღწევთ საერთო კონსენსუსს,"- განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics