15:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:22:02, 804 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სანქციებზე - არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას

არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

როგორ მთავრობის მეთაურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, "სიმართლე გაირკვევა" და "არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება".

"სამწუხაროა და გაუგებარი... ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა... ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ვინმეს ასეთი ფაქტები აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. მინდა ვთქვა ერთი რამ ხაზგასმით, რომ მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რამე ფორმით ჩარევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics