|
2023-04-10 13:37:57, 736 ნახვა
საზოგადოება
რევაზ ჯორბენაძე რესპუბლიკურზე - აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა
ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა, საკმაოდ, საინტერესო პრეზენტაცია. სამედიცინო სფეროში, დღეს არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა,- ამის შესახებ „ჩაფიძის გულის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ჯორბენაძემ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, უზრუნველყოფილი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება და დასაქმება. „როგორც პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, მედპერსონალს კონტრაქტები გაუგრძელდება, შესაბამისად, მათი ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება, სანამ არ დამთავრდება კლინიკის რეაბილიტაცია, თუ ახალი კლინიკის მშენებლობა/აღჭურვა. ასევე, მათ შესთავაზებენ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს. მე, როგორც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, მზად ვარ, დავასაქმო რამდენიმე სპეციალისტი, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო, ყოველთვის იყო და არის ძალიან გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, სხვა კლინიკებიც იმავეს გააკეთებენ“, - განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)