|
2023-04-09 19:05:47, 876 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - 1989 წელს მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული რეჟიმი - დღესაც მთავრობაში პუტინისტური ხელისუფლებაა
1989 წელს, მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ბრძოლა არ იქნება მარტივი, თუმცა გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. "მინდა, პატივი მივაგო იმ ადამიანებს, ვინც 1989 აქ იდგა უიარაღოდ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული და ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაურა. აქ იდგა ჩემი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელსა და 1989 9 აპრილს შორის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენს წინაშე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ვნახე აქ, ჩვენ დღეს გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის საქართველოს დაბრუნება თავისუფლების იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მეოთხე საუკუნეში და არა გუშინწინ. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება; დღეს ის ღვაწლი, რომელიც 1989 წელს ჩემმა თაობამ გაიღო, არ უნდა იყოს დაკარგული. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ მიგვაჩნია - ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნია, არამედ დამოუკიდებელი და თავისუფალია, თავისუფლების მოყვარე ადმიანების ერთობა კი, არა რუსეთის მონობაშია, არამედ ევროპაში. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ეს ხელისუფლება ამ გზაზე მიგვაჩნია საშიშად; მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად ისევე, როგორც 1989 წელს. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მიზანს მშვიდობიანი გზით. მე ვიცი, რაც იქნება ამ გზაზე... იქნება დამღლელი ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლის გარდა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. დღეს, 2023 წელს ჩვენ ვართ იგივე პოლიტიკური რეალობის წინაშე, რაც იყო 1989 წელს, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან გავუშვათ რუსები. ნუ ჩათვლით, რომ მალე მოვიგებთ, მაგრამ ამ წუთიდან იმაში გავერთიანდეთ, რომ მოგებას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით "ერთად ევროპაში" მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)