|
2023-04-09 14:56:31, 716 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - 9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და სიამაყის დღეა
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ძალიან დიდი სისხლის ფასად, ჩვენი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, 9 აპრილი მწუხარებისა და სიამაყის დღეა. "ეს არის ერთდროულად მწუხარებისა და სიამაყის დღე. მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას გადავცეთ ამ დღის მნიშვნელობა - იცოდნენ, რა დაუჯდა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვება და ყოველთვის ახსოვდეთ იმ გმირების სახელები და გვარები, რომლებიც აქ, რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ და ვისი სისხლითაც ჩვენ მივიღეთ უკვე თავისუფლება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)