|
2023-04-09 11:06:25, 739 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი პარტიული ვერ იქნება
საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი იდეა საქართველოს ევროპული მომავლისკენ სწრაფვაა. "დღევანდელი აქციის შინაარსი არის, ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი. საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი გემოვნებისა, ვისაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და არ აპირებს, საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად. ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მოვისმინე მათი ლიდერების განცხადებები, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც, შესაბამისად ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი. არავის აქციაზე მოსვლისკენ არ მოვუწოდებ, მოვუწოდებ, საკუთარი მომავლისთვის დაცვისკენ. დარწმუნებული ვარ, ბევრნი ვიქნებით. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რამე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“, ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 9 აპრილს 17:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)