00:25 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 22:20:36, 919 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის ალყას ამუშავებს

ჩინეთმა ტაივანთან სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის დროსაც მისი შეიარაღებული ძალები კუნძულის ალყაში მოქცევის ოპერაციას ახორციელებენ.

ჩინეთის ხელისუფლება წვრთნებს „მკაცრ გაფრთხილებას“ უწოდებს ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინგ-ვენის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ.

ტაივანის ხელისუფლების ცნობით, შაბათს 71 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის გამყოფი მედიანური ხაზი. გარდა ამისა, ამ ხაზზე, რომელსაც ოფიციალური სასაზღვრო სტატუსი არ აქვს, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის რამდენიმე ჩინური სამხედრო ხომალდი იყო.

ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ წვრთნების დროს "პატრულირება და წინსვლა კუნძულ ტაივანის ირგვლივ ერთდროულად მოეწყობა სრული ალყაში მოქცევისა და შეკავების პრაქტიკას".

პეკინი აცხადებს, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ შორი დისტანციური არტილერია, გამანადგურებლები, სარაკეტო კატარღები, საჰაერო ძალების მებრძოლები, ბომბდამშენები, ელექტრონული ომის ტექნიკა და ტანკერები.

პეკინმა გამოაცხადა სამდღიანი წვრთნები ცაი ინგ-ვენის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისთანავე, სადაც იგი ოთხშაბათს სენატის პალატის სპიკერს კევინ მაკკარტის შეხვდა.

წვრთნები დაიწყო მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თავად ჩინეთს ეწვივნენ.

ოფიციალურად, აშშ-ს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან, მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კუნძულს მიაწოდოს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები.

ჩინეთმა მსგავსი წვრთნები ბოლოს აგვისტოში ჩაატარა, მას შემდეგ რაც, აშშ-ს კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics