|
2023-04-08 17:45:11, 757 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია
აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მისი თქმით, აშშ არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს. „სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება. „ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო იყოს, თუმცა, როდესაც ვისმენთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება, ეს ძალიან სამწუხაროა“,- დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)