|
2023-04-08 11:18:57, 719 ნახვა
მსოფლიო
ISW - რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე, რათა უკრაინა მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს
კრემლი არ არის დაინტერესებული ლეგიტიმური მოლაპარაკებებით და ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ISW-მ ეს ანგარიში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა და ანკარაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "რუსეთი არ აცხადებს უარს მოლაპარაკებებზე, თუ გათვალისწინებული იქნება მოსკოვის კანონიერი ინტერესები". ანალიტიკოსების თქმით, კრემლი სავარაუდოდ, გააქტიურებს საინფორმაციო ოპერაციებს, რათა გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე და აიძულოს უკრაინა დაბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით. "უკრაინაში ახალი ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშმა უკრაინაში მოსალოდნელი კონტრშეტევების დროს, შესაძლოა, კრემლი აიძულოს, გააძლიეროს მიმდინარე საინფორმაციო ოპერაცია, რაც მიზან ისახავს, დასავლეთი აიძულოს, უკრაინას შესთავაზოს დათმობები და აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით",-აღნიშნულია ანგარიშში. ანალიტიკოსების თქმითვე, კრემლი ინარჩუნებს პუტინის თავდაპირველ მაქსიმალისტურ მიზნებს უკრაინაში ომის მიმართ და ამტკიცებს, რომ რუსეთის „ლეგიტიმური“ ინტერესები უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის საერთაშორისო აღიარებას და რეჟიმის შეცვლას მოიცავს, რომელიც კიევში შეიცავს მოწოდებებს უკრაინის „დენაზიფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ შესახებ რუსეთის მხრიდან.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)