07:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 22:10:29, 893 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში დაკავებულ WSJ-ის ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წარედგინა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბრალდების თანახმად, ამერიკელმა ჟურნალისტმა, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.

32 წლის ჟურნალისტმა „ეფესბეს“ მიერ წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული, იგივე პოზიციას იზიარებს გამოცემაც.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 30 მარტს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics