18:34 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 12:28:43, 708 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე კობახიძეს - ვერ დადგები ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან

ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მანჯგალაძის თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება "ბოლო სიგნალი" და "ბოლო გაფრთხილებაა".

"ეს არის ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო სიგნალი, რომ ამერიკა ვერ და არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა.

მინდა ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო - დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რომ "ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით" - თითქოს, ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა. ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, პირდაპირ გეუბნები - იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო, ვერ დადგები ცალ ფეხზე", - ამბობს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე და დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics