21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 17:15:57, 1238 ნახვა

სამართალი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს, არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ.

ცნობისთვის,  ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა ორ წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავა.

9 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ბადრი ესებუას ბრალი ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

აღნიშნული ბრალი ესებუამ მხოლოდ, 30 მარტის სასამართლო სხდომაზე აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics