10:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 22:35:04, 787 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების ცერემონიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, სწორედ ასე იქცევა ფინეთიც, თავისმხრივ ნატო-ს წევრობა კი, ფინეთის საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს აძლიერებს.

„ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის დრო დასრულდა. ახალი დრო იწყება. ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, ასე იქცევა ფინეთიც. ნატო-ს წევრობა აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს. როგორც პარტნიორი, დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით ნატო-ს საქმიანობაში. როგორც მოკავშირე, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში. ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს. ფინეთი სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის დავების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა საული ნიინისტომ.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics