|
2023-04-04 14:04:25, 872 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის სასწავლო კურსი იმართება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი ქალაქ ამბროლაურში იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთკვირიანი სასწავლო კურსს რეგიონის 70-მდე მარნის წარმომადგენელი ესწრება. "მონაწილეები ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი და სერტიფიცირება დარგის სპეციალისტებისგან იღებენ. აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის. პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. პროფესიული სასწავლო კურსი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ჩართულობით ტარდება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი წინ უსწრებს ამბროლაურში, მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ რიგით მეორე ღვინის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაა",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)