2023-04-04 14:00:37, 892 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - NATO-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის
სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, 1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას.
"1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. დღეს ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ალიანსის 31-ე წევრს, რაც მას უფრო უსაფრთხოს NATO-ს კი უფრო ძლიერს გახდის. სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის",- წერს ფოტიგა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,