2023-04-04 12:19:13, 1452 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანული დაზვერვა - რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა „ვაგნერის“ შემცვლელს ეძებს
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მუშაობს ახალი კერძო სამხედრო კომპანიების შექმნაზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, შესაძლოა, „ვაგნერის ჯგუფის“ ალტერნატივა გახდნენ.
ანალიტიკოსების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი "ვაგნერის" დაქირავებულთა შემცვლელს ეძებს, არის ის, რომ ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს თავდაცვის სამინისტროსთან კონფლიქტი აქვს.
"მოსკოვი იმედოვნებს, რომ ალტერნატიული კერძო საბრძოლო ნაწილები უფრო მარტივად მოექცევიან კონტროლის ქვეშ, თუმცა, არც ერთი ცნობილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია არ არის შედარებული "ვაგნერის ჯგუფთან" ზომითა და საბრძოლო შესაძლებლობებით",- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,