|
2023-04-04 11:56:48, 751 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე დაასუფთავეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს. ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. „აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, სამწუხაროდ, მოქალაქეებს უკანონოდ შემოაქვთ ნარჩენები. დამონტაჟებული იყო ფოტოხაფანგები და თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევი პირები არაერთხელ დააჯარიმა. ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება. მოწყობილია ე.წ. შლაგბაუმებიც, თუმცა საკეტებს აზიანებენ და მანქანებით სამშენებლო ნარჩენი, ასევე, მეორადი საბურავები მაინც შემოაქვთ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)