10:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 10:33:04, 761 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ევროკავშირმა „დაკარგა“ რუსეთი და ამაში დამნაშავე თავადაა

რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მიიჩნევს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Arguments and Facts-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთი "დაკარგეს". 

"ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ",- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და აპირებს იმოქმედოს "მკაცრად, თუკი ეს საჭირო იქნება".

ლავროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს იტყვის „ანტირუსულ კურსზე“, მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics