|
2023-04-03 19:19:41, 656 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - უახლოეს პერიოდში, ძირითადი მოხმარების პურზე ფასების შემცირებას ველოდებით
„პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე ინფლაციის დონის შემცირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა ყურადღება არსებულ ფასებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასების შემცირების დინამიკაა. "რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ნაწილს - აქაც გვაქვს ექსპორტის მიმართულებით მზარდი დინამიკა. ვინარჩუნებთ და როგორც შარშან გვქონდა მთლიანობაში ზრდა ექსპორტის კუთხით, ასევე წელსაც, პირველი სამი თვის მონაცემებით გვაქვს დადებითი ტენდეციები. წარმოების კუთხითაც, ჩვენ უკვე ველოდებით სტატისტიკის შარშანდელ საბოლოო მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით კი, ჩვენ ზრდა გვაქვს როგორც წარმოების ნაწილში, პირველადი პროდუქციის, ასევე, გადამუშავების მხრივ და ექსპორტის ნაწილში... ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ფქვილზე განსაკუთრებულად; შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან, პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ეს შემცირება აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე, უკვე უახლოეს პერიოდში, ვნახავთ კონკრეტული სახეობების, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)