07:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 14:55:29, 686 ნახვა

საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზით სარგებლობა მაისიდან შესაძლებელი იქნება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. 

ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების  მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.

მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები. დაახლოებით 9 კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics