|
2023-04-03 14:07:36, 704 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი აგრო სექტორის მიმართულების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აგროექსპორტის გამოწვევებზე ვორქშოპი გაიმართა. შეხვედრას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტი, კონსულტანტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალისტი, იოს ლიტერსი გაუძღვა. სამდღიან შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, აგროექსპორტის შესახებ სპიკერისგან მოესმინათ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბაზრის დეტალური კვლევა, ექსპორტის პოტენციალის შეფასება, გამოწვევები და ა.შ. ვორქშოპის ბოლო ნაწილი კი ბიუჯეტის შედგენისა და მარკეტინგული გეგმების კომპონენტებზე საუბარს დაეთმო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აგრო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, 3-დღიან ვორქშოპზე დასწრება იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია სტუმრებს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. იოს ლატერმა დამსწრეებს საკუთარი, მრავალწლიანი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა გაუზიარა“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)