|
2023-04-03 12:41:47, 902 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და ევროკავშირის წევრი გახდეს
გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის გზა ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა. "გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. გვწამს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები", - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)