|
2023-04-03 09:58:30, 855 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტიაა“ 20.7%-ით, მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით. გამარჯვებული ოპოზიციური პარტიის ცნობით, "მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით დაიწყება". „არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყება ეროვნული კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ოპოზიიური პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ. სანა მარინმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა". "გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებულს, გილოცავთ ეროვნულ კოალიციურ პარტიას, გილოცავთ ფინეთის პარტიას. დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა", - უთხრა მარინმა მხარდამჭერებს. ცნობისთვის, სანა მარინი არჩევნებში მეორე ვადით იბრძოდა. 2019 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მან თანამდებობა 34 წლის ასაკში დაიკავა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)