12:15 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 19:31:37, 1637 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა, შესაძლოა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს

რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა.

"რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე. ამ მხრივ ჩვენ გვჭირდება უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდა", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics