00:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 15:24:14, 778 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია

ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ასევე, მის უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ელოდება პარლამენტში".

„ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“,- განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 27 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა საგანებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, რითაც მოძალადეს აგულიანებს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics