10:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 23:51:00, 1555 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი და 40-მდე Marder-ის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და უკრაინულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადაეცა.

Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ უკრაინას 40-მდე ადრე დაპირებული Marder-ის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა გადასცა. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტს საიდუმლოდ ინახავს.

Der Spiegel-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ Leopard 2-ის ტანკები „იარაღის დიდი პაკეტითა და სათადარიგო ნაწილებით“ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics