12:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 12:59:38, 730 ნახვა

საზოგადოება
112-ში POSTV-ის ცრუ ზარის გამო, დიმიტრი ჩიქოვანის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

112-ში ტელევიზია, POSTV-ის ჟურნალისტის მიერ განხორციელებული ცრუ ზარის გამო გუშინ, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, თათია სამხარაძე გაიტაცა, თუმცა პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს.

როგორც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

"შეგნებული პროვოკაცია. ზოგიერთი ჟურნალისტის თუ ვისი მხრიდან, მაგრამ ეს არის ცრუ დასმენა და შეგნებული პროვოკაცია, მოწყობილი დიმა ჩიქოვანის მიმართ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია. "პოს ტვ-ის" სუს-ის და ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული პროვოკაცია" ,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics