12:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 16:56:33, 613 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამატებითი რეისები ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

„27 მარტი: ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ბორტი 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან ნატახტრისკენ 17:00 საათზე გამოფრინდება.

28 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 15:00 საათზე, ბათუმიდან უკან გამოფრენა 16:45 საათზე.

29 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 14:00 საათზე, ბათუმიდან გამოფრენა - 16:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი რეისების გარდა, ამ დღეებში ბათუმის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისებიც სრულდება. ბილეთის ღირებულება 1 გზა 125 ლარია, 0 დან 3 წლამდე ჩვილი უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოზარდებზე კი 30 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 20 საათზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.  შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება, სადაც 20 ათას გულშემატკივარს შეუძლია დაესწროს. თამაშში მონაწილეობს ჩვენი ნაკრებისა და საფეხბურტო კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველო-ნორვეგიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics