03:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 16:51:14, 738 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები

ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის  პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პერსპექტივა არა ქვეყნის ამოყირავების მცდელობას, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ღირსებით ბრძოლას აქვს.

„დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ, განვითარებით  მოვიგებთ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ნებისმიერმა ახალგაზრდამ და ღირსებით შევალთ ევროპაში. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის, ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები", - განაცხადა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics