14:07 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 15:59:59, 731 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გარდაბნის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა გარდაბნის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრაზე  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს, გენდერული სტერეოტიპების გაანალიზებას; განიხილეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს", აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics