|
2023-03-23 09:17:07, 571 ნახვა
საზოგადოება
ხაჭაპურიძე - არ არის გამორიცხული, სააკაშვილი დღესვე გადაიყვანონ - ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სჭირდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკა "ვივამედის" განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში დღესვე გადაიყვანონ. ხაჭაპურიძის თქმით, ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სჭირდება. "ამ განცხადებას უწერს მათ იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო შემდეგ აწვდის პენიტენციურს, პენიტენციური აწვდის ვივამედს, სპეცოპერაცია ტარდება. ამ განცხადების სიყალბეც მაქედან ჩანს, რომ პენიტენციურს ეუბნებიან შეაფასეთო, პენიტენციურის დაქვემდებარებაშია კლინიკა ვივამედი, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა. ავადმყოფობის ისტორია აქვთ, გადახედავენ ავადმყოფობის ისტორიას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი იმიტომ, რომ ხელისუფლებას ახლა სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ არიან ძალიან მაგრები. რუსეთს დაანახებენ იმას, რომ ნახეთ ჩვენი მტერი სააკაშვილი, ჩვენ არ შევსუსტებულვართ, პირიქით, მაგრად ვართ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება, რომ სამედიცინო დაწესებულება იძულებულია, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა კლინიკაში პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეფასდეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება, აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ის კლინიკაში საპატიმრო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძის ადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)