2023-03-22 23:59:33, 972 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა
შვედეთის პარლამენტმა ოთხშაბათს ოფიციალურად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნებას რთავს ქვეყანას გაწევრიანდეს ნატო-ში.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას მხარი დაუჭირა 269 დეპუტატმა 37 კი წინააღმდეგი იყო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნატო-ს წევრობა საუკეთესო საშუალებაა შვედეთის უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში შვედეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,