04:52 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 15:09:08, 1826 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე - ვინც მოღალატეს დამიძახებს, საკადრის პასუხს მიიღებს

ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მან დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

როგორც ჯაფარიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო, ნაკაიძემ მას ბოდიში უნდა მოუხადოს.

"ნუ მასწავლით, როგორ უნდა მოვიქცე. თუ რამე პრეტენზიაა, მიმართონ სასამართლოს. მისაღები, რომ არ ყოფილიყო, არ გავაკეთებდი. მან [ტარიელ ნაკაიძემ] მომაყენა შეურაცხყოფა, როდესაც თქვა, რომ მოღალატე ვარ... ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ... არ არის მისაღები ის, რომ ასეთ პოლარიზაციას აკეთებენ ესენი მოსახლეობაში და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანებს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics