|
2023-03-22 13:29:58, 1047 ნახვა
საზოგადოება
#ერთადმოვდივართ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი „პალტუსი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა - ავტომობილი, როგორც მოგონებების ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი - ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი - გოგა დევდარიანი. ლაშა მილორავა, სცენარისტი: „საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ბრენდმა თავისი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და მომხმარებელს წარუდგინა. ძალიან საინტერესო იყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ფილმით, „პალტუსით“, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ, რაც ერთობლივი თავდაუზოგავი შრომის შედეგია“. ღონისძიების სტუმრებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა, 2014 წლიდან დღემდე კომპანიის განვითარების განვლილი გზა და ისტორია გააცნო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების სანდოობასთან ერთად კი, ამის მთავარ წინაპირობად მომხმარებლისთვის შექმნილი განსაკუთრებული გარემო და კომფორტული მომსახურება იქცა. მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: #ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)